NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ოკლაჰომა - პორტლენდი

მიჯრით სამი წაგების შემდეგ, ოკლაჰომა შინ პორტლენდს უმასპინძლებს. ბოლო ტურში, თანდერსის მოთამაშეები დალასთან დამარცხდნენ 89:104. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მათ მხოლოდ ერთი ამრცხი აქვთ განცდილი. 35 მოგებით და 28 წაგებით, ოკლაჰომა დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა პორტლეენდმა. ბლეიზერსმა, გასულ ტურში ბრუკლინი გაანადგურა შინაურ კედლებში 130-116. ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ლილარდს და კამპანიას ორი მოგება აქვს აქტივში. 26 გამარჯვებით და 35 მარცხით, პორტლენდს ამავე კონფერენცის მე-9 ადგილი უკავია.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება ბლეიზერსს დარჩა. ოკლაჰომა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 113.4 ქულას აროვებს. რაც შეეხება პორტლენდს, ის ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 111.8 ქულას უშვებს. ოკლაჰომას, 5 დღის უკანდელი წაგებისთვის რევანში აქვს ასაღები და ლოგიკურად, ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს.

@ 1

ტრავმები :

ოკლაჰომა - ვიქტორ ოლადიპო;

პორტლენდი - ევან თარნერი, ედ დევისი, ფესტუს ეზელი.

 

 

 

დალასი - ლეიკერსი

ბოლო ტურში, ოკლაჰომასთან მოპოვებული საშინაო გამარჯვების შემდეგ, დალასი შინ ლეიკერსის დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება უმაგრებთ ზურგს. 26 მოგებით და 36 მარცხით, დალასი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს.

 

კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას ლეიკერსი. ლოს ანჟელესელები, ბოლო ტურში ნიუ ორლეანთან დამარცხდნენ შინაურ კედლებში 97-105. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, ორჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 19 გამარჯვებით და 44 წაგებით, ყვითლები ამავე კონფერენციის ბოლო მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, დალასის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, ტეხასელები საშუალოდ, მხოლოდ 94.4 ქულას უშვებენ. რაც შეეხება ლეიკერსის იგივე მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ეს ციფრი 117.8 ქულას უტოლდება. დალასი უპრობლემოდ ახერხებდა ლეიკერსის დამარცხებას, როცა შინ მასპინძლის როლში იყო.

ვფიქრობთ, არც დღევანდელი დღე უნდა გადმოდგეს გამონაკლისი - დალასის ფორა 1 @  -7.5

ტრავმები :

დალასი - არავინ;

ლეიკერსი - ლარი ნენსი, ივიცა ზუბაჩი.

 

 

ფენიქსი - ვაშინგტონი

კარგი ფორმა აკრიფა ფენიქსმა. სანსის კალათბურთელებმა, მიჯრით სამი შეხვედრის მოგება მოახერხეს. მათი ბოლო „მსხვერპლი“, ბოსტონი გახლდათ. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ფენიქსის ანგარიშზე, ოთხი გამარჯვებაა. 21 მოგებით და 42 წაგებით, ფენიქსი დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილს სჯერდება.

 

ბოლო ტურში, ორლანდოსთან დაძაბულ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება ვაშინგტონმა 115-114. დედაქალაქელებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მარცხი იწვნიეს. 37 გამარჯვებით და 24 მარცხით, ვაშინგტონი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვებას ვიზარდსმა უწია. ფენიქსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 106.2 ქულას უშვებს საკუთარ კალათში. რაც შეეხება, ბოსტონს, ბოლო ხუთ გასვლაზე, მისი საშუალო მონაგარი 109.8 ქულას შეადგენს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სტუმრების გამარჯვება @ 2

ტრავმები :

ფენიქსი - არავინ;

ვაშინგტონი - ბრედლი ბილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები