ალეგრიმ
Aa
Aa

ალეგრიმ "ბარსელონას" გაწვრთნის სურვილი გამოთქვა..

ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა, მასიმილიანო ალეგრიმ კატალონიის "ბარსელონას" გაწვრთნის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას "El Mundo Deportivo" ავრცელებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მასიმილიანო ალეგრის წარმომადგენლები "ბარსელონას" პრეზიდენტს, ხოსეპ ბართომეუს შეხვდნენ და მას იტალიელი სპეციალისტის სამსახური შესთავაზეს.

როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ამჯამინდელმა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, იგი დაკავებულ პოსტს დატოვებს. კატალონიური კლუბის ჩაბარების კანდიდატთა სიას კი, როგორც ჩანს მასიმილიანო ალეგრიც შეემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები