ლამპარდი: დღეს ის საუკეთესო ცენტრალური მცველია!
Aa
Aa

ლამპარდი: დღეს ის საუკეთესო ცენტრალური მცველია!

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, "პრემიერლიგის" მიმდინარე სეზონზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ერთ-ერთ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის თვლიდა იგი, ჩემპიონატის საუკეთესო მცველად, ლამპარდმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მიმდინარე "პრემიერლიგის" საუკეთესო მცველად დავიდ ლუიზს მივიჩნევ. როდესაც მე მასთან ერთად "ჩემპიონთა ლიგა" მოვიგე, ბრაზილიელი უკვე ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ახლა კი ის კიდევ უფრო დაღვინებულია. ლუიზი პოზიციას შესანიშნავად არჩვს და საჰაერო დუელებშიც იდეალურია" - განაცხადა ფრენკ ლამპარდმა.

დავიდ ლუიზმა მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები