ბასილაშვილი ინდიან უელსის ძირითად ბადეში გამოსვლას დღეიდან იწყებს
Aa
Aa

ბასილაშვილი ინდიან უელსის ძირითად ბადეში გამოსვლას დღეიდან იწყებს

მსოფლიოს 55-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეიდან ინდიან უელსში გასამართ BNP Paribas Open-ის ძირითად ბადეში ჩაერთვება.

ნიკოლოზის პირველი მეტოქე, ბარბადოსელი დარიან კინგი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 131-ე პოზიციაზეა და ბუნებრივია, შეხვედრის უპირობო ფავორიტად ქართველი მოთამაშე ითვლება. მასთან ბასილაშვილს აქამდე არასდროს უთამაშია. 

ჩვენებურმა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრა მოიგო. ჯერ მეტიუ ებდენს აჯობა 2 სეტში, შემდეგ კი ამდენივე პარტიაში ალექსანდერ ბუბლიკი დაამარცხა. 

როგორც მოგეხსენებათ, ინდიან უელსის ტურნირი "მასტერსის" სერიისაა და მასში გამარჯვებული 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. რაც შეეხება ტურნირის ამ წლის საპრიზო ფონდს, ის 7 913 405 ამერიკული დოლარია.

დღევანდელი მატჩი, თბილისის დროით, ღამის 02:00 საათზე დაიწყება. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები