შენგელიას
Aa
Aa

შენგელიას "ბასკონიამ" ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი კონკურენტი დაამარცხა. 

ვიტორიული გუნდი 23-ე ტურის ბოლო მატჩში "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 71:63 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა ტრავმის მოშუშების მერე მე-2 მატჩი ჩაატარა და 15:10 წუთში 2 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 8-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ. ბასკონიელთა შორის საუკეთესო ფრანგი როდრიგ ბობუა გახლდათ, რომელმაც 18 ქულა მიითვალა, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 14 ქულა ჩააგდო.

"ბასკონიამ" 16 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში, ვალენსიელთა გარდა, მადრიდის "რეალს" გადაუსწრო, რომელიც გასულ ტურში ლიდერ "ტენერიფესთან" დამარცხდა.

შენგელიას კლუბი მე-2 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, სტუმრად, აუტსაიდერ "მანრესასთან" გამართავს.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები