იკარდი: სიმეონე არაფერში არ გვჭირდება!
Aa
Aa

იკარდი: სიმეონე არაფერში არ გვჭირდება!

როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა არ წყდება ხმები იმის შესახებ, რომ ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვთნელი დიეგო სიმეონე, მილანის "ინტერს" ჩაიბარებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, "ნერიაძურის" კაპიტანმა და მთავარმა გოლეადორმა, მაურო იკარდიმ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა...

"როდესაც შენს გუნდს სათავეში ისეთი სპეციალისტი უდგას, როგორიც სტეფანო პიოლია, გუნდს ცვლილებები არაფერში არ სჭირდება. "ჩემპიონთა ლიგის" საგზურის მოპოვების საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს და ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონში ჩვენ კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ" - განაცხადა მაურო იკარდიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შემდეგ, "ინტერი" სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს და მე-3 ადგილზე მყოფ "ნაპოლის" 6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები