Aa
Aa

"რეალი" ედენ აზარის დამატებას ეცდება!

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის "რეალი", ლონდონის "ჩელსის" ბელგიელ შემტევის, ედენ აზარის დამატების ვარიანტს განიხილავს.

როგორც "Cope" იუწყება, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მათ ფეხბურთელების, ისკოსა და ხამეს როდრიგესის გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთამაშეებმა კონტრაქტის გაგრძელება იუარეს და ზაფხულში გუნდის გამოცვლა მოისურვეს, "რეალი" აზარის ტრანსფერზე მომენტალუტად გადაერთვება.

როგორც მოგეხსენებათ, ისკო ალარკონი და ხამეს როდრიგესი, სათამაშო დროის სიმცირის გამო, უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ. პირველმა მათგანმა მიმდინარე სეზონში სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 12-ჯერ გამოჩნდა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 34 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება კოლუმბიელს, მას უფრო მწირი სათამაშო დრო აქვს. ხამესი მოედანზე სულ 13-ჯერ გამოჩნდა (6-ჯერ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები