ბონუჩიმ შესაძლოა კატალონიის
Aa
Aa

ბონუჩიმ შესაძლოა კატალონიის "ბარსელონას" მიაშუროს!

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი არ გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა მან კატალონიის "ბარსელონას" მაისურით იასპარეზოს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ბონუჩიმ "იუვენტუსში" დარჩენის დიდი სურვილი გამოთქვა, ყველამ კარგად იცის, რომ მასსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შორის სერიოზული კონფლიქტია. ფეხბურთელსა და ტურინულ გრანდს შორის კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი, თუმცა ნამდვილად არ არის გამორიცხული, რომ ბონუჩიმ "იუვენტუსი" ნაადრევად დატოვოს, რაც მისი განცხადებიდანაც ჩანს:

"კატალონიური ენის სწავლა? რატომაც არა. შესაძლოა მე მისი შესწავლა მომიწიოს" - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები