გუარდიოლა: ყველაფერი დასრულებულია
Aa
Aa

გუარდიოლა: ყველაფერი დასრულებულია

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გუარდიოლამ მიმდინარე სეზონი შეაფასა და მისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

"სამწუხაროა, რომ ჩვენსა და ლონდონის "ჩელსის" შორის ამხელა ჩამორჩენაა. ასეთ რამეს სეზონის დასაწყისში არ მოველოდ. მათ ვერცერთ გუნდი ვერ აჩერებს, რადგან მიმდინარე სეზონში მათი შეჩერება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პოზიციისთვის ბრძოლა დასრულებულად მიმაჩნია, ვთვლი რომ "სიტის" არც თუ ისე ცუდი შედეგი აქვს. აუცილებელია, რომ დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ და სეზონი პირველ სამეულში დავასრულოთ" - განაცხადა ხოსეპ გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის შემდეგ, "სიტი" მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ჩელსის" 8 ქულით ჩამორჩება. ეს იმ პირობებში, როდესაც ლონდონელებს 1 თამაში დღეს საღამოს აქვთ ჩასატარებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები