დიქსონი აეკ-ს 12 ქულით დაეხმარა
Aa
Aa

დიქსონი აეკ-ს 12 ქულით დაეხმარა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში სტუმრად "პრომეთეუსი" 86:67 დაამარცხა და მესამე ადგილზე მყარად იმყოფება.

მაიკლმა განვლილ შეხვედრაში 28 წუთი ითამაშა და 12 ქულა მიითვალა. დიქსონმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 5-დან მიზანში 2 სამქულიანი წაუვიდა. ნაკრების წევრის აქტივში ასევე 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

მომდევნო შეხვედრას ათენელები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "მონაკოსთან" სტუმრად 8 აპრილს ჩაატარებენ, ხოლო შინ 13 მარტს ჩემპიონატის ლიდერს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები