საქართველოს სარაგბო ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი დაამარცხა!
Aa
Aa

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა სტუმრად ესპანეთი დაამარცხა!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" III ტურის შეხვედრა, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:10 გაიმარჯვა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ესპანელებმა "ბორჯღალოსნებს" მედგარი წინააღმდეგობაც გაუწიეს, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და ჩვენმა ბიჭებმა მორიგი თამაშის მოგება შეძლეს. 

საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა:

მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ალექსანდრე თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი, სოსო ბეკოშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: ჯაბა ბრეგვაძე, თორნიკე მატარაძე, ლაშა ტაბიძე, გიორგი ცუცქირიძე, საბა შუბითიძე, გიორგი ბეგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ბექა წიკლაური.

ჩვენი გუნდი "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" მომდევნო შეხვედრას 12 მარტს, თბილისში, რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ცხელი ამბები