Aa
Aa

"მილანის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები "რეალის" ფეხბურთელები იქნებიან!

"მილანის" მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას, საკუთარ გუნდში მადრიდის "რეალის" 2 ფეხბურთელის, ისკო ალარკონისა და ალვარო მორატას ხილვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "AS" ავრცელებს.

ცნობილია, რომ გუნდის გასაძლიერებლად "მილანი" ბიუჯეტიდან 150 მილიონი ევროს გამოყოფას აპირებს. ხოლო როგორც ხსენებული წყარო იუწყება, ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელები ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "როსონერის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები იქნებიან.

ისკო და მორატა "სამეფო გუნდში" სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ, რაც "მილანმა" შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები