ანტონიო კონტე მომდევნო სეზონიდან
Aa
Aa

ანტონიო კონტე მომდევნო სეზონიდან "ინტერს" ჩაიბარებს!

როგორც იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მილანის "ინტერს" ჩაუდგება სათავეში.

აღნიშნული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერიაძურის" ახალ მფლობელებს კონტეს მოშაობა ძალიან მოწონთ და ის მათ ნომერ პირველი სამიზნეა. ჩინელებმა იტალიელ სპეციელისტს ანაზღაურების სახით, წელიწადში 11 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც კონტემ კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით, ეს თანხა 15-მდე გაიზარდა. ასეთ შეთავაზებაზე კი ანტონიოს უარის თქმა გაუჭირდა.

ამჟამად "ინტერის" ჩინელი მფლობელები მოლაპარაკებებს "ჩელსის" მფლობელთან, რომან აბრამოვიჩთან აწარმოებენ, რათა კლუბმა კონტესთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის საკითხი შეათანხმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები