ვენგერმა წელიწადში 35 მილიონ ევროიანი შემოთავაზება დაბლოკა!
Aa
Aa

ვენგერმა წელიწადში 35 მილიონ ევროიანი შემოთავაზება დაბლოკა!

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჩინეთიდან საკმაოდ სერიოზული წინადადება მიიღო, თუმცა ფრანგმა სპეციალისტმა შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას "Daily mail" ავრცელებს.

კერძოდ, თანხმობის შემთხვევაში, ვენგერის ანაზღაურება წლიური 35 მილიონი ევრო იქნებოდა (!!!) და ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდებოდა. შედარებისთვის, ფრანგს იმაზე 2-ჯერ მეტი ხელფასი ექნებოდა, ვიდრე "მანჩესტერ სიტის" დამრიგებელ, ხოსეპ გუარდიოლას აქვს, რომელიც ანაზღაურების მხრივ ამ მომენტში პირველ პოზიციაზე იმყოფება.

ამ საქციელით, ვენგერმა ლონდონის "არსენალისადმი" სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები