Aa
Aa

"მანჩესტერმა" შესაძლოა ფაბრეგასი დაიმატოს!

"The Telegraph"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი შეიძინოს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ესპანელი ფეხბურთელის დამატება თავად "მანკუნიანელთა" დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრეგასის გაფორმება იტალიური "მილანის" გეგმებშიც შედის, რომელიც მზად არის, რომ "არისტოკრატებს" მის სანაცვლოდ 27 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს, თუმცა მოურინიოს ინტერესის შემდეგ, ფეხბურთელის სიმპატიები შესაძლოა "მანჩესტერელთა" მხარეს გადაიხაროს.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი ლონდონის "ჩელსიმ" სწორედ მოურინიოს დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ შეიძინა, რომელიც მაშინ "არისტოკრატებს" ედგა სათავეში...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები