ბეილი უმძიმეს ტრავმას გადაურჩა..
Aa
Aa

ბეილი უმძიმეს ტრავმას გადაურჩა..

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "სამეფო გუნდი" "ვილიარეალს" ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში მეტოქე 3-2 დაამარცხა. მიუხედავად ამისა, ეს საღამო მადრიდელთათვის შესაძლოა სასიამოვნო სულაც არ ყოფილიყო, რადგან "რეალის" უელსელმა ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

ხსენებულ ეპიზოდში ბეილს კარისკენ ძლიერად დარტყმა სურდა, თუმცა მას ბურთზე ფეხი აუცდა და დაზიანება მიიღო. წინასწარი ვარაუდით, ტრავმა საკმაოდ მძიმე უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც დღევანდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, მადრიდელთათვის საგანგაშო არაფერია.

"ბეილს ყველაფერი რიგზე აქვს. მან მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო და მომავალ ტურში თამაში შეეძლება" - განაცხადა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები