მოურინიო: თუ საჭირო გახდა, მის სახლთან უნდა გაათენოთ!
Aa
Aa

მოურინიო: თუ საჭირო გახდა, მის სახლთან უნდა გაათენოთ!

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და კლუბის შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა...

"არასოდეს, არცერთი ჩემი ფეხბურთელისთვის არ მითხოვია გუნდში დარჩენა. არ მიცდია მათთან მოლაპარაკება. ერთხელ, მილანის "ინტერში" მუშაობის დროს, ზლატანმა კარიერის გაგრძელება კატალონიის "ბარსელონაში" მოინდომა, რამაც გული ძალიან დამწყვიტა. მიუხედავად ამისა, მე არაფერი გამიკეთებია. არ მიცდია მასთან დალაპარაკება, რათა გადაწყვეტილება შეეცვალა. ყველამ იქ უნდა ითამაშოს, სადაც გული მიუწევთ. ასეთი დამოკიდებულება მქონდა ფეხბურთელებთან ყოველთვის.

თუმცა, დღეს მე ასე ვერ მოვიქცევი. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს ზლატანი წასვლას გადაწყვეტს, მე მას აუცილებლად დაველაპარაკები და შევეცდები, რომ გადაწყვეტილება შევაცვლევინო. თუ საჭირო გახდა, თითოეულმა "მანჩესტერის" გულშემატკივარმა ღამე მის სახლთან უნდა გაათენოს. ისინი ამას პირველ რიგში კლუბისის გააკეთებენ, რადგან ზლატანის დარჩენა ამ მომენტში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის მომავალ სეზონშიც გვჭირდება" - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები