Aa
Aa

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” მოსისხლე მტრის, კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა.

საქმე ეხება ზედიზედ მატჩებში გატანილ გოლებს – “რეალმა” ზედიზედ 44 თამაშში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა, რაც "ბარსას" რეკორდის გამეორებაა.

ბოლოს, ზინედინ ზიდანის გუნდმა მოედანი უგოლოდ 2016 წლს აპრილში, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დატოვა (0:0).

“ბარსამ” კი იგივე შედეგი შორეულ 1943 წელს დააფიქსირა, როდესაც ასევე ზედიზედ 44 შეხვედრაში შეაგდო გოლი ყველა ტურნირის ჩათვლით.

მადრიდულ გრანდს აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შანსი, შუა კვირაში, "ლას პალმასთან" საშინაო მატჩისას ექნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები