NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ლეიკერსი - სან ანტონიო

ბოლო ტურში, სტუმრად ოკლაჰომასთან უშანსოდ დამარცხების შემდეგ, ლეიკერსი შინ სან ანტონიოს მიიღებს. მასპნძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 19 მოგებით და 39 წაგებით, ლოს ანჟელესელები, დასავლეთ კონფერენციის მე-14 ადგილს იკავებენ.

 

რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა მეტოქეის ბანაკში. ტეხასელებმა, გასულ ტურში სტუმრად კლიპერსის დამარცხება მოახერხეს 105-97. პარკერს და კამპანიას, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. 44 გამარჯვებით და 13 მარცხით, სან ანტონიო ამავე კონფერენციის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, შავების გამარჯვებით დასრულდა. იდენტური მაჩვენებელია, როცა მასპინძელი ლეიკერსი იყო. ყვითლები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 107.6 ქულას უშვებენ. სან ანტონიო, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 103 ქულას აგროვებს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სან ანტონიოს @ ფორა 2  -6.5

ტრავმები :

ლეიკერსი - ტაილერ ენისი;

სან ანტონიო - არავინ.

 

 

ტორონტო  - პორტლენდი

ბოლო ტურში, ბოსტონთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, კარგ ხასიათზე ხვდება ამ მატჩს ტორონტო. კანადელებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი მოგება უამგრებთ ზურგს. 34 გამარჯვების წილ 24 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

 

ასევე კარგი განწყობაა პორტლენდის ბანაკშიც. ბლეიზერსის კალათბურთელებმა, გასულ ტურში, სტუმრად ორლანდო დაამარცხეს 112-103. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 24 მოგებით და 33 მარცხით, პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს სჯერდება.

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშხვედრიდან, სამში გამარჯვება ტორონტოს დარჩა. დეროზანი და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 104.8 ქულას აგროვებს. პორტლენდი თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 111 ქულას იღებს საკუთარ კალათში.

 

სავსებით ლოგიკური @ 1

 

ტრავმები :

ტორონტო - კაილი ლოური;

პორტლენდი - ევან თარნერი, ფესტუს ეზელი.

 

 

დეტროიტი - ბოსტონი

ბოლო ტურში, შარლოტთან, ოვერთაიმში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დეტროიტი შინ ბოსტონს უმასპინძლებს. პისტონსის მოთამაშეებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 28 გამარჯვების წილი 30 მარცხით, დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილს იკავებს.

 

განსხვავებით მეტოქისგან, მარცხი განიცადა გასულ ტურში ბოსტონმა - დამარცხდა რა სტუმრად ტორონტოსთან 97-107. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, სამი მოგება აქვთ აქტივში. 37 მოგებით და 21 მარცხით, ბოსტონი ამავე კონფერენციის მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვებას, მწვანეებმა უწიეს. ამ მატჩებში, საშუალოდ 206.6 ქულა ვარდებოდა. დეტროიტი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 100 ქულას უშვებს, ბოსტონი, ბოლო სამ გასვლაზე,ს აშალოდ 103.6 ქულას აგროვებს.

 

ვფიქრობთ, უპრიანი ქინება ვივარაუდოთ, რომ მატჩის ტოტალი არ გასცდება 218 ქულას.

ქულების რაოდენობა, 218.5 @ ნაკლები

 

ტრავმები :

დეტორიტი - არავინ;

ბოსტონი - ჯეიმს იანგი, ევერი ბრედლი, ჯერალდ გრინი ( სათუოა )

 

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები