NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

მაიამი - ინდიანა

ბოლო ტურში, სტუმრად ატლანტასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მაიამი შინ ინდიანას დამარცხებას შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, ოთხი გამარჯვება ქვთ აქტივში. 26  მოგებთ და 32 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებენ.

 

ასევე კარგი კგანწყობით ხვდება ამ მატჩს ინდიანა. პეისერსის მოთამაშეებმა, გასულ ტურში მემფისის დამარცხება შეძლეს. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლითი შეხვედრიდან, სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 30 გამარჯვებით და 28 მარცხით, იდნაიანა ამავე კონფერენციის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამჯერ გაამრჯვება მაიამის დარჩა. ამ მატჩებში, საშუალოდ მხოლოდ 187.4 ქულა ვარდებოდა. გუნდები ნაკლებად არიან მიდრეკილნი უხქვულიანი კალათბურთისკენ, რაც წინა ტურშიც დადასტურდა, ასე რომ @ 211. 5 ნაკლები

ტრავმები :

მაიამი - კრის ბოშ, ჯოშ მაკრობერთსი, ჯასტის ვინსლოუ.

ინდიანა  - თადეუშ იანგი, ( პოლ ჯორჯი სათუოა )

 

 

კლივლენდი - ჩიკაგო

მიჯრით ოთხი შეხვედრის მოგება მოახერხა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა - კლივლენდ კავალიერსმა. ლებრონმა და კამპანიამ, წინა ტურში ნიუ იორკს გამოუყვანეს წირვა 119:104. მასპინძლებს, ბოლო ხუთივე შეხვედრა მოგებული აქვთ. 40 გამარჯვების წილ 16 მარცხით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.

 

დაძაბული შეხვედრა გამოუვიდა წინა ტურში ჩიკაგოს. ხარებმა, მხოლოდ ოვერტაიმში მოახერხეს ფენიქსის დამარცხება 128-121. სტუმრებს, ბოლო ხუთი გასვლიდან, მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. 29 მოგების წილ 29 წაგებით, ბულსი ამავე კონფერენციის მე-7 ადგილს სჯერდება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხჯერ მოგებას ჩიკაგომ უწია. კავალიერსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 117.8 ქულას აგროვებს. ჩაიკგო თავის მხრივ, ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 116.6 ქულას უშვებს.

აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისიწნებით, კლივლენდის @ ფორა 1  -6.5

 

ტრავმები :

კლივლენდი - ჯ.რ სმიტი, კევინ ლავი.

ჩიკაგო - მაიკლ კარტერ-ვილიამსი, კამერონ პეინი, პოლ ზიპსერი.

 

 

გოლდენ სტეიტი - ბრუკლინი

დამაჯერებელ გამოსვლას და საჩემპიონო თამაშს აგრძელებს გოლდენ სტეიტი. მისი ბოლო მსხვერპლი ბოლო ტურში, კლიპერსი აღმოჩნდა. ოქროს ბიჭუნები, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაშ, უდანაკარგონი არიან. 48 გამარჯვებით და 9 მარცხით, ისინი დამაჯერებლად ლიდერობენ დასავლეთ კონფერენციას.

 

360 გრადუსით შეტრიალებული სიტუაციაა მეტოქეთა ბანაკში. ბრუკლინი, წინა ტურში, სტუმრად დენვერთან განადგურდა 109:129. ბოლო ხუთივე გასვლა, წაგებული აქვთ. 9 მოგების წილ 48 მარცხით, ნეთსის კალათბურთელები აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 პოზიციას იკავებენ.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან ოთხში, გამარჯვება გოლდენს დარჩა.

ამ შეხვედრის უდავო ფავორიტი რა თქმა უნდა მასპინძლები არიან. წესით და რიგით, მათ საქმე პირველივე ნახევარში უნდა მოიმთავრონ და ძალებიც დაზოგონ. შესაბამისად, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ გოლდენი ვერ შეძლებს ყველა მეოთხედის მოგებას, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, მან ამის გაკეთება ვერც ერთ მათგანში მოახერხა.

 

1 გუნდი მოიგებს ყველა მეოთხედს @ არა

 

ტრავმები :

გოლდენ სტეიტი - კევინ დურანტი ( სათუოა )

ბრუკლინი - ქვინსი ეისი ( სათუაო ). კ.ჯ მაკდონალდსი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები