Aa
Aa

"პირამიდა"

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ATP - SINGLES: Rio de Janeiro (Brazil), clay - ტიმი-შვარცმანი. დასაწყისი - 23:30

დომინიკ ტიმი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დამაჯერებლად დაამარცხა, თიხის საფაროვან ტურნირებზე გადაერთო და ამჯერად რიო დე ჟანეიროში ასპარეზობს. უნდა ითქვას, რომ მართალია მან ბრაზილიაში 2 მატჩი უკვე მოიგო, თუმცა ვინც მის თამაშს თვალი ადევნა, დაგვეთანხმება, რომ ავსტრიელი საუკეთესო ფორმისგან მაინც შორსაა.

მისი დღევანდელი მეტოქე დიეგო სებასტიან შვარცმანი კი შესანიშნავ ფორმაშია და თავის საყვარელ თიხის საფარზე ბწრყინვალე შედეგები აქვს - ბოლო 14 თამაშიდან მხოლოდ 1, ისიც კეი ნიშიკორისთან 3 სეტიან დაძაბული მატჩი წააგო.

შვარცმანს ტიმისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა და მისი დამარცხებაც შეუძლია.

შესაბამისად, ჩვენი ვარაუდით, არგენტინელი დღეს თუ ვერ მოიგებს, არცთუ კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეს დიდ ბრძოლას ყველა შემთხვევაში გაუმართავს.

 

ATP - SINGLES: Rio de Janeiro (Brazil), clay - მონტეირო-რუუდი. დასაწყისი - 02:30

22 წლის ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო სამშობლოში ასპარეზობს და საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე 2 წრის გავლაც შეძლო.

მონტეირო მშვენიერი მოთამაშეა და საკმაო პერსექტივებიც უნდა ჰქონდეს, თუმცა ამ ეტაპზე მაინც ცოტა დასაღვინებელია და სტაბილურად თამაში უჭირს. მან ამ ტურნირზე გასტაო ელიაში და ტომაშ ბელუჩი, ორივე 3 სეტში დაამარცხა.

მეორე მხარეს უნიჭიერესი ხორვატი კასპერ რუუდია, რომელმაც გუშინ ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენასთან უდრამატულესი მატჩი მოიგო. ბაენა თიხაზე ძალიან უხერხული მეტოქეა, რადგანაც ტიპიური „თიხისტია“ და მისი ამ საფარზე დაჯაბნა ურთულესი საქმეა.

რუუდმა ეს შეძლო, რაც მის კარგ ფიზიკურ და მენტალურ ფორმაზე მიუთითებს.

აქედან გამომდინარე, მას მონტეიროსთან გასამარჯვებლადაც რეალური შანსები ექნება, რადგან კარბალეს ბაენა მონტეიროზე თუ უკეთესი არა, უარესი ჩოგბურთელი ნამდვილად არაა.

 

ცხელი ამბები