ვაკანსიები არ გვაქვს! – უარი საქართველოს ნაკრებს
Aa
Aa

ვაკანსიები არ გვაქვს! – უარი საქართველოს ნაკრებს

ექვსი ერის აღმასრულებელი დირექტორი ფონ ფიიანი ძველ პოზიციას ინარჩუნებს და ტურნირის ფორმატის ცვლილების შესაძლებლობას მთელი 10-15 წლით გამორიცხავს:

“ეს დახურული ჩემპიონატია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ტურნირში თავისუფალი ვაკანსიები არ გვაქვს ! სრულიად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს. ცვლილებებისთვის დამაჯრებელი არგუმენტებია საჭირო და ამას 10 ან 15 წელიწადი სჭირდება. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო და მას მხარი ექვსივე კავშირმა დაუჭიროს.”

და რა შეიძლება მოიმოქმედონ რაგბი ევროპამ, ან მსოფლიო რაგბმა? ვერაფერი, რადგან ექვსი ერი კომერციული, კერძო ტურნირია და ფიიანს ეს არგუმენტი ჯოკერივით უჭირავს:

“მსოფლიო რაგბის ექვს ერში ჩარევის არანაირი უფლება არ აქვს. ვერავინ გვიკარნახებს რა და როგორ გავაკეთოთ. დიახ, მსოფლიო რაგბის საქმე ამ თამაშის განვითარებაა, ჩვენი საქმე კი ექვსი ერის ჩემპიონატის ისე მოწყობაა, როგორც ამას საჭიროდ მივიჩნევთ. დიახ, რაგბის განვითარებაზე ზრუნვა ექვს ერში შემავალი რაგბის კავშირების პასუხისმგებლობაცააა, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ხარჯზე”

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

ცხელი ამბები