ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი დელრეი ბიჩის ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა

ამერიკული დელრეი ბიჩის ტურნირის 1/8 ფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიელ სტივ დარსისს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 3:6 5:7.

ორთაბრძოლა მხოლოდ საათ-ნახევარს გაგრძელდა. ჩვენებურმა ჯამში 6-ჯერ წააგო საკუთარი მოწოდება. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზმა პირველ წრეში მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი სამ სეტში დაამარცხა. 

დელრეი ბიჩის ტურნირზე ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები