ქალი, რომელმაც მამაკაცთა ფეხბურთის ისტორია შეცვალა!
Aa
Aa

ქალი, რომელმაც მამაკაცთა ფეხბურთის ისტორია შეცვალა!

28 წლის ჩან იუენ-ტინგი 2008-2013 წლებში ჰონგ კონგის ქალთა ნაკრებში თამაშობდა, თუმცა აქტიურ ფეხბურთს ადრეულ ასაკში შეეშვა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. 

იგი 2015 წელს ამ ქვეყნის კლუბ "ისტერნის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გუშინ კი, ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. 

იუენ-ტინგმა გუშინ თავისი შეგირდები აზიის "ჩემპიონთა ლიგის" მატჩში გამოიყვანა და გახდა პირველი ქალი მწვრთნელი, რომელიც მამაკაცთა გუნდს საერთაშორისო ტურნირზე წვრთნიდა. 

"ისტერნის" მეტოქე ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილი ჩინური "გვანჯოუ" გახლდათ. შეხვედრა, რა გასაკვირია, რომ ჩინელთა სრული დომინაციით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 7:0 დასრულდა. 

თამაშის წინ ლეგენდარული ბრაზილიელი მწვრთნელი თავის ვიზავის თბილად მიესალმა და წარმატება უსურვა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები