Aa
Aa

"პირამიდა"

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ATP - SINGLES: Rio de Janeiro (Brazil), clay - კარბალეს ბაენა-რუუდი. დასაწყისი - 02:00

რიო დე ჟანეიროში ერთმანეთის წინააღმდეგ, 18 წლის საკმაოდ ნიჭიერი ნორვეგიელი კასპერ რუუდი და 23 წლის ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა ითამაშებენ.

კარბალეს ბაენასთვის თიხა საყვარელი საფარია და სეზონის მანძილზე იშვიათად თამაშობს სხვა საფარზე. ამ ეტაპზე იგი საკმაოდ კარგ ფორმაშია. არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ ბაენამ წინა კვირას ბუენოს აირესის ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო. ის ტურნირი 250-იანთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ხოლო რიოს გათამაშება 500 ქულიანი და შესაბამისად, გაცილებით პრესტიჟულია. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ძალები სწორედ ამ კვირისთვის გადაინახა. თორემ იქამდე კიტოს ტურნირზე კარგად გამოვიდა და მხოლოდ ალბერტ რამოსთან დამარცხდა, რომელიც თიხაზე ტოპ ჩოგბურთელებისთვისაც ანგარიშგასაწევი ძალაა.

რაც შეეხება რუუდს, იგი უპირატესობას შემტევ ჩოგბურთს ანიჭებს და თავს კომფორტულად უფრო სწრაფ საფარზე გრძნობს. ნორვეგიელს კარბალეს ბაენასთვის თიხაზე გრძელი გათამაშებების მოგება გაუჭირდება, ხოლო რამდენიმე დარტყმით ქულის მოგება თიხის საფარზე ძალიან რთული და იშვიათად შესრულებადი ამოცანაა.

ასე რომ, ფორმისა და მოთამაშეთა სტილის გათვალისწინებით, ესპანელს ამ შეხვედრაში გამარჯვების კარგი შანსი ექნება.

 

WTA - DOUBLES: Budapest (Hungary), hard (indoor) - ხსი სუვეი/კალაშნიკოვა-კადანტუ/გეუერი. დასაწყისი - 17:00

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ოქსანა კალაშნიკოვა დღეს წყვილთა შორის, ხსი სუვეისთან ერთად ითამაშებს. მათ ერთად გასულ წელს რამდენიმე მატჩი ჩაატარეს და უნდა ითქვას, რომ ნორმალური შთაბეჭდილება დატოვეს.

ქართველისა და ტაივანელის დუეტმა ჯამში 8 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 4 მოიგო. აღსანიშნავია, რომ ისინი ორჯერ წყვილთა ჩოგბურთის აღიარებულ გრანდებთან, ჰინგისი/მირზასთან და გარსია/მლადენოვიჩთან დამარცხდნენ, თანაც ამ უკანასკნელ წყვილს სერიოზული ბრძოლა გაუმართეს, სეტიც მოუგეს და საბოლოო ჯამში დასანანი მარცხი განიცადეს.

საერთოდაც, კალაშნიკოვა წყვილთა ჩოგბურთში გაცილებით წარმატებულია, ვიდრე ერთეულებში, რადგანაც წყვილთა რეიტინგში მას, საკმაოდ მაღალი, 54-ე პოზიცია უკავია. რაც შეეხება მის პარტნიორ ხსის, იგი 94-ეა. ამ მხრივ გავითვალისწინოთ მეტოქეთა რეიტინგიც, ალექსანდრა კადანტუ (144) და ნიკოლა გეუერი (109).

კადანტუ და გეუერი ერთად მეორე შეხვედრას ჩაატარებენ. მათი წყვილი ამ ტურნირის დაწყებამდე შეიქმნა და შეთამაშების მომენტი მთლად იდეალური რომ ვერ იქნება ფაქტია, ამას ემატება მათი არცთუ მაღალი კლასი წყვილთა ჩოგბურთში.

ამრიგად, ჰსიესა და კალაშნიკოვას წყვილი, მეტოქეზე გაცილებით მაღალი დონისაა და წესით, მათთან კადანტუ/გეუერის ახლადშექმნილ და არცთუ ძლიერ წყვილს დიდი პერსპექტივები არ უნდა ჰქონდეს.

 

ცხელი ამბები