Aa
Aa

"იუვე" 1/4 ფინალთან ერთ ნაბიჯშია...

"ჩემპიონთა ლიგის" პირველ 1/8 ფინალში, "დრაგაოზე", "პორტომ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. 

პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, თუმცა იყო გარდამტეხი მომენტი, როცა 2 წუთში ალექს ტელეშმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო და პორტუგალიელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

მეორე ტაიმში ტურინელთა შეტევებმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო და შეცვლაზე შემოსულმა მარკო პიაცამ 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა, რასაც რამდენიმე წამის შემოსულმა დანი ალვეშმა მეორეც მიაყოლა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 0:2. 

საპასუხო მატჩი, 14 მარტს, ტურინში ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები