Aa
Aa

"პირამიდა"

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ლაცკო-კრსტინი

ბერგამოს „ჩელენჯერზე“ თავის პირველ მატჩს პედია კრსტინი და ლუკას ლაცკო ჩაატარებენ.

კრსტინი საკმაოდ დაბალი დონისა და სრულიად უცნობი ჩოგბურთელია, ლაცკო კი ამ სპორტში კარგად ჩახედულმა ადამიანმა იცის, რადგანაც „დიდი სლემის“ ტურნირებზე ხშირად თამაშობს. იგი იანვარში „ავსტრალიის ღია პირველობაზე“ ნორმალურად გამოვიდა, 2 წრე გაიარა და შემდეგ კეი ნიშიკორისთან, 4:6 4:6 4:6 დამარცხდა.

სლოვაკმა მიმდინარე წელს 6 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 5 თავის სასარგებლოდ დაასრულა. ჰარდზე გამართული ბოლო 10 თამაშიდან კი გამარჯვება 8-ში მოიპოვა.

რაც შეეხება კრსტინს, ის ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, რაზეც შედეგებიც ნათლად მეტყველებს. სერბს ზედიზედ 2 თამაში, გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია.

ზოგადად, უკანასკნელი 17 შეხვედრიდან გამარჯვებას მხოლოდ 5-ში მიაღწია. თანაც ყურადღება გავამახვილოთ, რომ კრსტინი დაბალი დონის ტურნირებზე თამაშობს და იმას ვერ ვიტყვით, რომ მისი ასეთი ცუდი შედეგები მეტოქეთა სიძლიერეს უკავშირდება.

ასე რომ, ფორმისა და სათამაშო კლასის გათვალისწინებით, ლაცკოს შეხვედრის მოგება და ტურნირის წარმატებით დაწყება არ უნდა გაუჭირდეს.

 

დელბონისი-შვარცმანი

ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს 500-იანი ტურნირი მიმდინარეობს, რომელიც თიხის საფარზე იმართება.

მის ერთ-ერთ 1/8 ფინალურ შეხვედრაში არგენტინული დაპირისპირება შედგება.

24 წლის დიეგო სებასტიან შვარცმანის პროგრესი აშკარაა, რომელიც დადებით შედეგებს სწორედ თიხაზე აღწევს. მან ამ საფარზე გასული სეზონის ბოლოს ზედიზედ 2 ტურნირი მოიგო. მთლიანობაში ჩატარებული უკანასკნელი 13 თამაშიდან კი, მხოლოდ 1 წააგო და ისიც რამდენიმე დღის წინ კეი ნიშიკორისთან, რომელიც მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. თუმცა შვარცმანს თავი არც იმ შეხვედრაში შეურცხვენია და იაპონელს პირველი სეტი მოუგო კიდეც.

მისი დღევანდელი მეტოქეც „თიხისტია“, თუმცა შვარცმანის მსგავსი შედეგები ნამდვილად არ აქვს. წელს მას მხოლოდ 4 მატჩი აქვს ნათამაშები, რომელთაგანაც 2 წააგო და ვერ ვიტყვით, რომ საუკეთესო სათამაშო ფორმაშია.

ურთიერთშეხვედრებში დელბონისი 3:1 იგებს, თუმცა მან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო სეტის წაუგებლად და ეს მატჩი 2011 წელს ჩატარდა, როცა შვარცმანი 18 წლის იყო და დიდ ჩოგბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

ასე რომ, დღესაც დაძაბული თამაშია მოსალოდნელი, რომელშიც შავრცმანს ფორმიდან გამომდინარე, გამარჯვების რეალური შანსი ექნება.

 

ბილეთი მოგებულია!!! 

ცხელი ამბები