ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ტურნირზე ტომი ჰაასი დაამარცხა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ტურნირზე ტომი ჰაასი დაამარცხა!

ამერიკაში მიმდინარე დელრეი ბიჩის ტურნირზე წარმატებით აიღო სტარტი მსოფლიოს 53-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა

პირველ რაუნდში ნიკოლოზი 38 წლის გერმანელ ტომი ჰაასს შეხვდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის გამო, რეიტინგში ათასეულს მიღმაა, თუმცა აღიარებული ვარსკვლავია, ერთ დროს მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყო და ATP-ს ეგიდით 15 ტურნირი აქვს მოგებული.

შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ ის ქართველმა 6:7 7:6 6:2 მოიგო. 

ტურნირის 1/8 ფინალში ნიკას მეტოქე მსოფლიოს 57-ე ჩოგანი ბელგიელი სტივ დარსისი იქნება, რომელმაც კვალიფიკაცია გამოიარა, ხოლო პირველ წრეში აღნიშნული გათამაშების მე-6 ნომერი ავსტრალიელი ბერნი ტომიჩი დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები