სერია ა. ტური 25 - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია ა. ტური 25 - იცოდით, რომ...

* ედინ ჯეკომ „რომას“ მაისურით ზედიზედ მე-8 თამაშში გაიტანა და კლუბის ისტორიის რეკორდი გაიმეორა. იგივე მაჩვენებელი აქვთ ფრანჩესკო ტოტისა და როდოლფო ვოლკს.

* ზოგადად, ბოსნიელმა ფორვარდმა უკანასკნელ 8 შეხვედრაში 11 გოლი შეაგდო, ჯამში კი ამ სეზონში 29 ბურთი აქვს გატანილი.

* „რომამ“ სერია ა-ში ზედიზედ მე-15 საშინაო მატჩი მოიგო, რაც კლუბის ახალი რეკორდია.

* „ჯალოროსიმ“ მიმდინარე სეზონის 5 სხვადასხვა ტურში შეძლო 4 ან მეტი ბურთის გატანა, რითაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა.

* „ტორინომ“ იტალიის დედაქალაქში „რომასთან“ ზედიზედ მე-7 ურთიერთშეხვედრა დათმო.

* სინიშა მიხაილოვიჩის ბიჭებს უკანასკნელი 6 გასვლით თამაშში მხოლოდ 2 ქულა აქვთ აღებული. მათ ბოლოს ნოემბერში „კროტონესთან“ სტუმრობისას მოიგეს.

* „მილანმა“ „ფიორენტინას“ საკუთარ მოედანზე, გასული წლის მსგავსად, წელსაც მოუგო, თუმცა იქამდე ამას 4 სეზონი ვერ ახერხებდა - 1 ფრე და 3 მარცხი.

* „როსონერიმ“ მიმდინარე სეზონში, პირველ ტაიმში, 1-ზე მეტი გოლი პირველად გაიტანა.

* ხერარდ დელოფეუმ სერია ა-ში სადებიუტო გოლი შეაგდო. მან ამის გაკეთება კარში მეხუთედ ზუსტი დარტყმისას შეძლო.

* ნიკოლა კალინიჩმა სერია ა-ს გასვლით მატჩებში თავისი მე-14 გოლი გაიტანა. აქედან 5 მან „სან სიროზე“ შეაგდო - 4-ჯერ „ინტერის“ კარი აიღო, ხოლო ერთხელ „მილანის“.

* იურაი კუცკამ სერია ა-ში პირადი რეკორდი გაიმეორა. მან 2012-2013 წელსაც „ჯენოას“ რიგებში 3 გოლი გაიტანა.

* „იუვენტუსმა“ სერია ა-ს მატჩების საწყის 15 წუთში მე-8 გოლი გაიტანა, რაც ყველა სხვა კლუბზე უკეთესი მაჩვენებელია.

* ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი სინიორას“ მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა (იგულისხმება ყველა ტურნირი).

* „პალერმოს“ ნახევარმცველმა ივაილო ჩოჩევმა ჩემპიონატში „იუვენტუსის“ 5 მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრი გუნდს 4-2-3-1 სისტემით ათამაშებს, ეს პირველი გაშვებული ბურთია.

* „პალერმომ“ „იუვენტუსს“ გოლი 9 თამაშის შემდეგ პირველად გაუტანა. ჩოჩევამდე ბუფონის კარის აღება ჯულიო მილიაჩომ შეძლო, რომელმაც ეს 2011 წლის 11 თებერვალს მოახერხა.

* „იუვენტუსს“ ჩემპიონატის ეგიდით ზედიზედ 29 სახლის მატჩი აქვს მოგებული, რითაც „სენტ ეტიენს“ (28) უკვე აჯობა, მასზე წინ მხოლოდ „ბარსელონაა“, რომელმაც 1958-1960 წლებში მიჯრით 39 საშინაო შეხვედრა მოიგო.

* „პალერმო“ „იუვენტუსთან“ უკვე 10 ურთიერთშეხვედრაა მარცხდება, ბურთების შეფარდება 1:22-თან.

* დიბალამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 7 საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელთაგანაც 2 გაიტანა.

* 23 წლის არგენტინელს წლევანდელ ჩემპიონატში 4 ასისტი აქვს, აქედან 3-ჯერ მან გონსალო იგუაინს გაატანინა.

* იგუაინს სერია ა-ს ბოლო 10 ტურში 12 გოლი აქვს აქტივში. მან ამ დროის მანძილზე მხოლოდ „ინტერს“ ვერ გაუტანა.

* კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ჩემპიონატში გოლი 2015 წლის 16 მაისის შემდეგ პირველად შეაგდო. მან „პალერმოსთან“ საკუთარი 34 თამაშიანი მშრალი სერია შეწყვიტა. უშუალოდ ამ გუნდს კი კარიერაში მესამედ გაუტანა.

* „ნაპოლი“ ჩემპიონატში 14 ტურია არ მარცხდება. ასეთი რამ გუნდმა ბოლოს 2009-2010 წლები სეზონში გააკეთა.

* პიოტრ ზელინსკიმ სერია ა-ს უკანასკნელ 6 ტურში 6 ქულა ჩაიწერა - 2 გოლი და 4 საგოლე პასი.

* ლორენცო ინსინიეს „ნაპოლის“ მიერ ჩატარებული ბოლო 5 გასვლით მატჩში გოლი გააქვს.

* „ნაპოლიმ“, ვერონაში, „კივოს“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო.

* „ინტერის“ ბრაზილიელი ფორვარდის გაბიგოლის იტალიური დებიუტი 25 სექტემბერს „ბოლონიასთან“ შედგა. მან თავისი სადებიუტო იტალიური გოლიც სწორედ ამ გუნდთან, ოღონდ მეორე წრეში შეაგდო.

* „ინტერსა“ და „რომას“ მიმდინარე ჩემპიონატის მატჩების ბოლო 15 წუთში 13-13 გოლი აქვთ გატანილი. ეს სერია ა-ს საუკეთესო მაჩვენებელია.

* „ბოლონიამ“ სერია ა-ს ზედიზედ მეოთხე ტურში წააგო.

* „ინტერი“ „რენატო დალ არაზე“ 2002 წლის შემდეგ არ აგებს - 10 მოგება და 2 ფრე.

* სტეფანო პიოლის ხელმძღვანელობით „ნერაძურის“ ბოლო 10 ტურში 9 მოგება აქვს (მხოლოდ „იუვენტუსთან“ დამარცხდა).

* „პესკარამ“ სერია ა-ში თამაში 2013 წლის 6 იანვრის შემდეგ პირველად მოიგო. მართალია, მიმდინარე სეზონში ეს გუნდის მეორე მოგებაა, თუმცა აგვისტოში მას 3 ქულა „სასუოლოსთან“, სადისციპლინო კომიტეტმა ჩაუთვალა.

* „პესკარას“ 20 წლის ფორვარდმა ალბერტო ჩერიმ სერია ა-ში სადებიუტო გოლი მეხუთე მატჩისას შეაგდო.

* ზდენეკ ზემანის გუნდმა სერია ა-ში კარი მშრალად ბოლოს 2014 წლის 14 დეკემბერს შეინახა.

* „ჯენოამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ივან იურიჩი გაათავისუფლა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლო 9 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

* ჩირო იმობილეს სერია ა-ს ეგიდით 27 კლუბის წინააღმდეგ უთამაშია. მათგან 24-ს მინიმუმ 1 გოლი მაინც გაუტანა. ერთ-ერთი კლუბი, რომლის კარიც ჩიროს არასდროს აეღო „ემპოლი“ გახლდათ, რომელსაც ამ ტურში შეუგდო.

* „ემპოლის“ ბოლო 25 თამაშიდან, რომელიც გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში გამართა, 12-ის პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა. ამ 25-დან 19-ის პირველ ნახევარში თავად „ემპოლის“ არ გაუტანია, ხოლო 14 თამაშში შეხვედრა გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა.

* ლევან მჭედლიძის გუნდი სახლის მატჩს 26 ნოემბრის შემდეგ არ აგებდა.

* „ატალანტას“ ბოლო 10 სახლის თამაშიდან 9 მოგებული აქვს.

* „სამპდორიას“ „კალიარისთან“ თამაში ძალიან უჭირს - ბოლო 24 ურთიერთშეხვედრიდან, რომელიც უმაღლეს დივიზიონში ჩატარდა, მხოლოდ 3 მოუგო.

* „კალიარიმ“ გასვლაზე გასული წლის 16 დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

* „სასუოლომ“ გასვლაზე ზედიზედ 3 თამაში მოიგო. მისმა მეკარე ანდრეა კონსილიმ სერია ა-ში თავისი 250-ე შეხვედრა ჩაატარა.

* „უდინეზეს“ ბოლო 8 ტურში მხოლოდ 1 მოგება აქვს - 2 ფრე და 5 წაგება.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები