იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "მილანი" ზაფხულში ბენზემასთვის იბრძოლებს!

იტალიური პრესის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "მილანი" ჩინური კომპანიის მფლობელობაში გადავა, კლუბი მადრიდის "რეალთან" კარიმ ბენზემას ტრანსფერზე დაიწყებს მოლაპარაკებებს. 

ჭორის დონეზე უკვე ითქვა, რომ შესაძლოა ბენზემამ ზაფხულში "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებაზე იფიქროს. calciomercato-ს მტკიცებით, "როსონერის" ახალი ბოსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ იგი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ იტალიურ გრანდთან ალექსის სანჩესს, ლუკას პერესსა და პიერ-ემერიკ ობამეიანგსაც აკავშირებენ. 

 

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები