ALL STAR 2017 -
Aa
Aa

ALL STAR 2017 - "მოვიგეთ! გაგიჭირდებოდათ"...

20 თებერვალს ნიუ ორლეანში 2017 წლის NBA All Stars-ის მატჩი გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციის ვარსკვლავების გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლები ანგარიშით 192:182 დაამარცხეს.

ნიუ ორლეანში ჩატარებული მატჩი ყველაზე შედეგიანი გამოდგა მსგავსი ღონისძიებების ისტორიაში. საერთო ჯამში, All Stars-ის შეხვედრაში 374 ქულა ჩავარდა. მანამდე რეკორდული ციფრი წინა წელს დაფიქსირდა - 369 ქულა, როცა დასავლეთმა აღმოსავლეთს 196:173 სძლია.

ყველაზე მეტი, 52 ქულა ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო, რასაც 10 მოხსნა მიამატა. ამ მაჩვენებლით დევისმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე უილტ ჩემბერლენის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1962 წლის შეხვედრაში 42 ქულა მიითვალა.

გარდა ამისა, დევისმა 39-ჯერ ტყორცნა ბურთი, რაც ასევე All Stars-ის მატჩის რეკორდად ითვლება.

41 ქულა მიითვალა რასელ უესტბრუკმა.

კაირი ირვინგმა 22 ქულა, 14 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე. 

კევინ დურანტმა კი სამმაგი დუბლი გაიფორმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე - 21 ქულა, 10 პასი, 10 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ეს All Stars-ის ისტორიაში მეოთხე სამმაგი დუბლია. მანამდე სამმაგი დუბლი მიითვალეს: მაიკლ ჯორდანმა, დუეინ უეიდმა და ლებრონ ჯეიმსმა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წარმომადგენელი ერთი გუნდიდან "გოლდენ სტეიტს" ჰყავდა: სტეფ კარი, კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები