ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 53-ე პოზიციაზე აღზევდა
Aa
Aa

ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 53-ე პოზიციაზე აღზევდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მსოფლიო რეიტინგში თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და დღეს გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში 53-ე პოზიციას იკავებს. 

ნიკოლოზმა გასულ კვირას მემფისის ტურნირის ფინალში გასვლით 150 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა და ამ მომენტისათვის მის აქტივში 858 ქულაა. იგი საუკეთესო 50-ეულს მხოლოდ 17 ქულით ჩამორჩება.

თანაც გასათვალისწინებელია, რომ ქართველს მიმდინანრე კვირას 10 ქულა აქვს დასაცავი, ასე რომ, კლასიფიკაციაში კიდევ უფრო წინსვლის მშვენიერი შანსი ეძლევა. 

ბასილაშვილი ხვალიდან დელრეი ბიჩის 250-იან ტურნირში ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე ვეტერანი გერმანელი ტომი ჰაასი იქნება, რომელმაც 2015 წლის შემდეგ მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები