კაირი ირვინგი: დედამიწა ბრტყელია
Aa
Aa

კაირი ირვინგი: დედამიწა ბრტყელია

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია "კლივლენდის" ერთ-ერთი ლიდერის კაირი ირვინგის ინტერვიუმ "ყველა ვარსკვლავის უქმეების" დროს. კერძოდ, გამთამაშებელმა სრული სერიოზულობით განაცხადა, რომ დედამიწას ბრტყელი ფორმა აქვს.

"ეს უბრალოდ კონსპიროლოგიური თეორია არ არის. დედამიწა მართლაც ბრტყელია. თითოეულს შეუძლია ეს დაინახოს. მეცნიერები გვატყუებენ.

მე ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ დედამიწა მრგვალია. მაგრამ თუ დავფიქრდებით იმაზე, როგორ გადავაადგილდებით და რას ვხედავთ მოგზაურობის დროს, დავიჯერებთ იმას, რომ მზის გარშემო ვმოძრაობთ?

არ არსებობს სხვა ინფორმაცია გარდა იმისა, რასაც ისინი გვაძლევენ. გვეუბნებიან იმის შესახებ, რა უნდა გვწამდეს და რა - არა. მაგრამ სიმართლე ძალიან ახლოს არის ჩვენგან", - მოჰყავს ირვინგის სიტყვები NBC Sports-ს.


თანაგუნდელის სიტყვებს გამოეხმაურა ლებრონ ჯეიმსი: "კაირი - ჩემი უმცროსი ძმაა. თუ მას მიაჩნია, რომ დედამიწა ბრტყელია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია. ამაშია არაფერია საშიში".

"გოლდენ სტეიტის" ფორვარდმა დრეიმონდ გრინმაც შეიტანა ეჭვი იმაში, რომ დედამიწას მართლაც ელიფსის ფორმა გააჩნია.

"არ ვიცი. საკმარისად არ გამომიკვლევია ეს საკითხი. შესაძლოა, ის მართლაც ბრტყელია. ნუ ვიფიქრებთ ისე, რომ კაირი მართლაც გიჟურ რაღაცეებს ლაპარაკობს. ეს მისი აზრია. ის ასე ფიქრობს".

- მაგრამ, ხომ გვიჩვენებენ კოსმოსიდან გადაღებულ დედამიწის ფოტოებს...
- დიახ, მაგრამ ვინ დაამტკიცებს, რომ ეს მართალია? მე შემიძლია ტელეფონის კამერის მეშვეობით მრგვალი ფოტო გავაკეთო. ასე რომ, ზუსტად არ ვიცი. არ ვამტკიცებ, რომ ის ბრტყელია, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, - თქვა გრინმა.

კაირი ირვინგმა კი "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" გააგრძელა სამეცნიერო აღმოჩენები და იმავე ინტერვიუში ეჭვი შეიტანა დინოზავრების არსებობაში.

"მეცნიერები პოულობენ ერთ ძვალს დაა მისი დახმარებით ახდენენ ჩონჩხის 98 პროცენტის აღდგენას. გვაძლევენ ფოტოს, თუ როგორი უნდა ყოფილიყვნენ მათი აზრით დინოზავრები", - თქვა ირვინგმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები