ფორმულა 1: ლუის ჰემილტონის გეგმები
Aa
Aa

ფორმულა 1: ლუის ჰემილტონის გეგმები

"მერსედესის" პილოტმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, ფორმულა 1-ის სამყაროს დატოვებასა და სხვა საქმის დაწყებას აპირებს.

"როცა ჩემი დრო გავა, არ ვაპირებ ფორმულა 1-ში დარჩენას. არსებობს ბევრი პილოტი, რომლებიც რბოლებიდან წასვლის შემდეგ, მაინც ახლოს რჩებიან ძველ საქმიანობასთან. როგორც ჩანს, ასე უფრო იოლია, რადგან პილოტები ფორმულა 1-ს თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობენ. მაგრამ მე ეს არ მგონია საინტერესო და კარიერის დასრულების შემდეგ, რბოლებზე ხშირად ვერ მიხილავთ.

თქვენ მე სულ სხვა საქმეში მნახავთ და ამ საქმეს მთელს ჩემს თავს მივუძღვნი. ცხოვრებაში სხვა გამოწვევებიც არსებობს. ვიცი, რომ შემიძლია სხვა საქმეებიც ვაკეთო. როცა კარიერა დასრულდება, ფორმულა 1-იც დასრულდება ჩემს ცხოვრებაში.

მინდა ისე დამიმახსოვრონ, როგორც ნამდვილი პილოტი, როგორც ადამიანი, რომელმაც რბოლებს მთელი თავისი გული მიუძღვნა", - განაცხადა ჰემილტონმა F1-თან კომენტარში.

ცხელი ამბები