telegraph: რუნის ჩინური კლუბი წელიწადში 32 მილიონს სთავაზობს!
Aa
Aa

telegraph: რუნის ჩინური კლუბი წელიწადში 32 მილიონს სთავაზობს!

ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვალს იხურება და დიდია იმის ალბათობა, რომ იქამდე კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი გაიჩარხოს. 

საქმე "მანჩესტერის" კაპიტან უეინ რუნის ეხება, რომელთანაც რამდენიმე ჩინური კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს და ერთ-ერთ მათგანს 31 წლის ფეხბურთელისთვის წელიწადში 32 მილიონიანი კონტრაქტი გამზადებული აქვს. 

ცოტა ხნის წინ რუნის გადაბირებას "ბეიჯინგ გუანი" ცდილობდა, რომელიც ისევ საქმეშია. მასთან ერთად რუნის ხელში ჩაგდება, ლუიშ ფეპილე სკოლარის "გვანჯოუ ევერგრანდსაც" სურს, დანარჩენი 2 კლუბის სახელი კი ჯერჯერობით უცნობია. 

 

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები