ბასილაშვილი მემფისის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა!
Aa
Aa

ბასილაშვილი მემფისის ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა!

ამერიკის ქალაქ მემფისში წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც 250-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალში, ავსტრალიელი მეტიუ ებდენი 2 სეტში დაამარცხა.

შეხვედრა მეტ-ნაკლებად დაძაბული გამოდგა, განსაკუთრებით მისი პირველი სეტი, რომელიც ნიკოლოზმა ტაიბრეიკზე, ანგარიშით 7:3 აიღო.

მეორე პარტიაში ებდენი ბრეიკით 3:2 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა მას 2 ბრეიკი შეუსრულა და მატჩიც თავის სასარგებლოდ 7:6 6:4 დაასრულა.

ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე ბასილაშვილის მეტოქე, ყაზახი მიხაილ კუკუშკინი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 103-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ გარდა ებდენისა, 24 წლის ნიკამ მიმდინარე გათამაშებიდან, ასევე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი და ტურნირის პირველი ნომერი ივო კარლოვიჩი გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები