Aa
Aa

"პალერმოს" პრეზიდენტი: "მე ახალი მესი აღმოვაჩინე, რომელიც ახლა 150 მილიონი ღირს"!

იტალიური "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურისიო ძამპარინიმ, პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ახალი მესის შესახებ ვლაპარაკობთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიბალა უკვე მესის დონეზეა. მართალია, მას გოლები ისევე ხშირად ვეღარ გააქვს, როგორც წინა სეზონში, მაგრამ თითოეულ თამაშში საუკეთესოებს შორისაა. არ დაგვავიწყდეს, რომ ის არის შემტევი, რომელიც უფრო მეტად გუნდზეა ორიენტირებული და მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებს". 

"ახლა მისი ღირებულება 140-150 მილიონი ევროა. როცა "პალერმოში" ჩამოვიდა, ვამბობდი, რომ სუპერვარსკვლავი გახდებოდა". 

"მსოფლიო დონის მოთამაშეს უამრავი შეთავაზება აქვს და ამ დროს რთულია ცდუნებას გაუძლო, თუმცა იმედი მაქვს იგი "იუვენტუსში" დიდ ხანს დარჩება. ამ გუნდს რეალურად შეუძლია, რომ დიბალა შეინარჩუნოს". - განუცხადა Tuttosport-ს ძამპარინიმ. 

შეგახსენებთ, რომ "პალერმომ" დიბალა 2012 წელს არგენტინული "ინსტიტუტოდან" 11 მილიონად შეიძინა, ხოლო 3 წელიწადში, 40 მილიონ ევროდ, "იუვენტუსში" გაუშვა. 

 

მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები