Aa
Aa

"ბარსელონაში" ბუნტია - მისი ვარსკვლავის სკანდალური განცხადება

კატალონიური გამოცემა sport.es "ბარსელონას" შესახებ საკმაოდ უსიამოვნო ამბავს ავრცელებს.

კლუბის ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა, რომლის სახელსაც სააგენტო საიდუმლოდ ტოვებს, სკანდალური განცხადება გააკეთა, რაც კლუბის შიდა სამზარეულოში არსებულ კრიზისზე მიუთითებს. 

"ამ ეტაპზე კლუბში თამაში სიამოვნებას არ მანიჭებს".

როგორც გამოცემა წერს, ლუის ენრიკეს "ბარსას" ლიდერებთან ურთიერთობა აერია, თანაც საკმაო ხანია და საბოლოოდ ამ ყველაფერმა თავი "პსჟ"-სთან მატჩისას თვალნათლივ იჩინა. 

ასე რომ, გუნდში საკმაოდ ცუდი ვითარებაა და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უახლოეს ხანში კატალონიელთა ბანაკიდან მნიშვნელოვან ამბებს გავიგებთ, რაც ყველაფერს ნათელს მოფენს. 

ესპანურ პრესაში უკვე იწერება, რომ ლუის ენრიკეს "ბარსას" მწვრთნელის პოსტზე ყოფნა დიდ ხანს არ უწერია და მისი მაქსიმუმი სეზონის ჩამთავრებაა. 

 

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები