“ჩიკაგომ” “ბოსტონს” ბოლო წამზე აჯობა
Aa
Aa

“ჩიკაგომ” “ბოსტონს” ბოლო წამზე აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ორი მატჩი გაიმართა.

“ინდიანა” შინ “ვაშინგტონთან” 98:111 დამარცხდა. დედაქალაქელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს უპირატესობა და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მატჩში ყველაზე მეტი - 25 ქულა - პორტერმა ჩააგდო. ჯონ უოლმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 20 ქულა, 12 პასი. “ინდიანაში” 17 ქულით პოლ ჯორჯი გამოირჩა.

“ბოსტონი” საკუთარ დარბაზში “ჩიკაგოს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე “ბოსტონი” 103:102 იგებდა, თუმცა ბოლო წამზე ჯიმი ბატლერმა ორქულიანი ისროლა, ბურთი კალათში არ ჩაეშვა, მაგრამ ჯიმის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა. ბატლერმა ორივე საჯარიმო სროლა ჩააგდო და “ჩიკაგოს” 104:103 მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები