NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარმელო
Aa
Aa

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარმელო "ოლ სტარზე"

"ყველა ვარსკვლავის მატჩის შემადგენლობებში ერთი ცვლილება მოხდა. კერძოდ, აღმოსავლეთის ნაკრებში "ნიუ იორკის" ფორვარდი კარმელო ენტონი შეცვლის კლივლენდელ კევინ ლავს, რომელმაც ტრავმა მიიღო და ექვსი კვირა ვერ ითამაშებს.

ენტონიმ მიწვევა მიიღო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისრისგან ადამ სილვერისგან. კარმელოსთვის ეს იქნება კარიერაში მეათე მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში".

* * *
"ნიუ იორკ ნიქსი" ზედიზედ მეორედ აღიარეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე მდიდარ კლუბად. მისი აქტივები 3.3 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

მეორე ადგილი დაიკავა "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა", რომელიც შეფასებულია 3 მილიარდ დოლარად. NBA-ის ყველაზე "იაფი" გუნდია - "ნიუ ორლეანი". მისი ღირებულება 750 მილიონ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მსხვილი აქტივები ვერ ეხმარება "ნიქსსა" და "ლეიკერსს" საკალათბურთო მოედანზე. გუნდები თავიანთ კონფერენციებში, შესაბამისად, მე-12 და მე-14 ადგილებზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები