ბასილაშვილმა მემფისის ტურნირის პირველი ნომერი ივო კარლოვიჩი დაამარცხა!
Aa
Aa

ბასილაშვილმა მემფისის ტურნირის პირველი ნომერი ივო კარლოვიჩი დაამარცხა!

წარმატებულ სვლას აგრძელებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვინაც სოფიიდან მემფისში გადაინაცვლა და იქაურ 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე ასპარეზობს. 

ნიკოლოზმა დღეს გამთენიისას 1/8 ფინალური მატჩი ჩაატარა და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ივო კარლოვიჩი, 2 სეტში დაამარცხა. 

ქართველი აშკარა უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მისცა, რომელიც გამოუყენებელი დარჩა. 

პირველი სეტი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილმა მოწინააღმდეგე 3 მინიბრეიკით, 7:2 დაჯაბნა და სეტებში წინ გავიდა, ხოლო მეორე პარტიაში ნიკამ მატჩის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და თამაში საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა - 7:6 6:3. 

24 წლის ქართველი, 1/4 ფინალში, ავსტრალიელ მეტიუ ებდენს შეხვდება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 490-ე ადგილს იკავებს. შეხვედრა დღეს გვიან ღამით, 02:30 საათზეა ჩანიშნული. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები