Aa
Aa

"ჩემპიონთა ლიგის" კვირის მოთამაშეებში დი მარია ლიდერობს

uefa-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, "ჩემპიონთა ლიგის" 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩების, პირველი სესიის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. 

კანდიდატი ოთხია - ანხელ დი მარია, არიენ რობენი, კარიმ ბენზემა და "ბენფიკას" მეკარე ედერსონ მორაეში, რომელმაც "დორტმუნდთან" ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს პენალტიც აუღო. 

გამოკითხვაში ჯერჯერობით დი მარია ლიდერობს, რომელსაც გულშემატკივართა 42%-მა დაუჭირა მხარი, მეორეზე 28%-ით მორაეშია, რობენს 19% აქვს, ხოლო ბენზემას 11%. 

ხმის მიცემა, ხვალ 15 საათამდე, ნებისმიერ მსურველს ქვემოთ მოცემულ ლინკზე შეუძლია. 

გეტყვით იმასაც, რომ გათამაშებაში მონაწილეობა ყველა თქვენგანს შეუძლია. საამისოდ საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე, მისცეთ ხმა თქვენს რჩეულს და შესაძლოა შესანიშნავი პრიზების მფლობელიც გახდეთ.

http://mvp.uefa.com/en/uefachampionsleague/nominees

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები