NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
Aa
Aa

NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა

ტორონტო - შარლოტა

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, დრო მოვიდა ტორონტომ ნავსი გატეხოს. კანადელებმა, ბოლო ტურში სტუმრად ჩიკაგოსთან დათმო 94:105. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამი მოგება აქვთ აქტივში. 32 მოგებით და 24 წაგებით, რაპტორსი, აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს.

 

ასევე მიჯრით წაგება დაუგროვდა შარლტოსაც. ჰორნეთსის კალათბურთელები, ფილადელფიასტან მოულოდნელი საშინაო მარცხის შემდეგ, რეაბილიტაციას ამ მატჩში შეეცდებიან. სტუმრებს, ბოლო ხუთივე გასვლა დათმობილი აქვთ. 24 გამარჯვებით და 31 მარცხით, შარლოტა ამავე კონფერენციის მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, სამში გამარჯვება, დეროზანს და კამპანიას დარჩა. ტორონტო, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 108.4 ქულას აგროვებს. ამ დროს, შარლოტა ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 112.8 ქულას უშვებს.

ვფიქრობთ, ტორონტოს ზედიზედ მე-4 მარცხი და თანაც შინ, ნამდვილად ზედმეტი იქნება -  @ 1  /  რისკიანებისთვის  @ -4.5

ტრავმები :

ტორონტო - პატრიკ პატერსონი, სერჯ იბაკა.

შარლოტა - რამონ სესიონი, მაილს პლამლი, კოდი ზელერი.

 

 

მემფისი - ნიუ ორლეანი

ბოლო ტურში სტუმრად ბრუკლინის დამარცხების შემდეგ, მემფისი შინ ნიუ ორლეანსს მიიღებს.  დათვებს, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, სამი მოგება უმაგრებთ ზურგს. 34 გამარჯვების წილ 23 მარცხით, მემფისი, დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს სჯერდება.

 

ასევე კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს ნიუ ორლეანი. პელიკანსის მოთამაშეებმა, ბოლო ტურში, სტუმრად ფენიქსს სძლიეს 108-110. მათ, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, მხოლოდ ორჯერ იზეიმეს წარმატება. 22 მოგებით და 34 მარცხით, ნიუ ორლეანი, ამავე კონფერენციის მე-12 ადგილზე იმყოფება.

 

გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ყველაში მარცხი განიცადა დევისმა და კამპანიამ. მემფისი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 100.4 ქულას აგროვებს. ამ მხრივ, მას ხელს „უწყობს“ ნიუ ორლეანი, რომელიც ბოლო ხუთ გასვლაზე, საშუალოდ 108.4 ქულას უშვებს.

უპრიანი იქნება, აღნიშნული სტატისტიკის და ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, ვივარაუდოთ დათვების გამარჯვება @ ფორა 1  -4.5

 

ტრავმები :

მემფისი  - არავინ;

ნიუ ორლეანი - დანტე კანინგჰემი, ტერენსი ჯოუნსი.

 

 

 

ბრუკლინი - მილოუკი

კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას ბრუკლინი. ნეთსის მოთამაშეები, ბოლო ტურში შნ დამარცხდნენ მემფისტა 103-112. ბრუკლინს, ბოლო ხუთივე საშინაო შეხვედრა დათმობილი აქვს. 9 მოგებით და 46 წაგებით, ბრუკლინი აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო მე-15 ადგილზე იმყოფება.

 

კარგ ხასიათზე ხვდება ამ მატჩს მილოუკი. ბაქსის კალათბურთელებმა, გასულ ტურში შინ, დეტროიტის დამარცხება შეძლეს 102:89. მათ, ბოლო ხუთი გასვლიდან, ორი მოგეა აქვთ აქტივში.  24 გამარჯვების წილ 30 მარცხით, მილოუკი ამავე კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს.

 

გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, მილოუკის სასარგებლოდ დასრულდა. ბრუკლინი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 108.6 ქულას უშვებს. რაც შეეხება მილოუკის, ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 108.8 ქულას აგროვებს.

ამ შეხვედრის ფავორიტი რა თქმა უნდა მილოუკია, რომელიც აქტიურად იბრძვის პლეი-ოფისთვის, მისთვის თითოეულ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს და ასეთ დაპირისპირებაში, ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს -  @ 2

 

ტრავმები :

ბრუკლინი - ჯერემი ლინი, ქვინსი ეისი, ტრევორ ბუკერი ( სათუოა)

1ილოუკი - ჯაბარი პარკერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები