კასილიასმა ქართველ ფეხბურთელს ტიტულის მოგება მიულოცა!
Aa
Aa

კასილიასმა ქართველ ფეხბურთელს ტიტულის მოგება მიულოცა!

პორტუგალიური "მორეირენსეს" ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს.

იგი პორტუგალიის ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას, იკერ კასილიასს შემთხვევით შეხვდა, რომელმაც მაკარიძე იცნო და პორტუგალიის "ლიგის თასის" მოგებაც მიულოცა. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ქართველი გოლკიპერის "მორეირენსემ" პორტუგალიის "ლიგის თასი" მოიგო. ტურნირის მიმდინარეობისას კლუბმა "პორტუს", "ბენფიკასა" და "ბრაგას" დამარცხება შეძლო, რაშიც მაკარიძის კარგმა თამაშმა უდიდესი როლი ითამაშა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები