ლუის ენრიკე: 5 გოლი უნდა გავიტანოთ!
Aa
Aa

ლუის ენრიკე: 5 გოლი უნდა გავიტანოთ!

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პსჟ-სთან (0:4) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი შეაფასა და გულშემატკივართა მოულოდნელად, საკმაოდ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა.

"მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. მათ მოიგეს ორთაბრძოლები, უფრო ეფექტურად თამაშობდნენ და პრესინგსაც საკმაოდ კარგად ანხორციელებდნენ. შედეგი მთლიანად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. აქ სხვა ახსნა საჭირო არ არის. ეს სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება. პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ. დამნაშავე მწვრთნელია, რადგან ფეხბურთელები იგივენი არიან, რომლებიც ადრე თამაშს თამაშზე იგებდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ სიტუაცია უკვე ძალიან რთული იყო. ვცდილობდით თამაშში დავბრუნებულიყავით, მაგრამ მესამე გოლი გავუშვით, შემდეგ კი მეოთხე. მათ პრესინგზე მატჩის დაწყებამდე ვსაუბრობდით, მაგრამ ამ ყველაფერთან გასამკლავებლად მზად არ აღმოვჩნდით. ყველაფრის მიუხედავად იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ. ჩემს ფეხბურთელებში ბოლომდე დარწმუნებული ვარ" - განაცხადა ლუის ენრიკემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები