მატჩის წინ - რეალი VS ნაპოლი
Aa
Aa

მატჩის წინ - რეალი VS ნაპოლი

"ნაპოლი" "ჩემპიონთა ლიგის" ფლეი-ოფში თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა და მას მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რომელსაც თავის მხრივ ამ ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე გასვლა ზედიზედ მეშვდედ შეუძლია.

გუნდების ახალი ამბები

* "რეალმა" გასულ უქმეებზე, სტუმრად, "ოსასუნა" ნახევარი ძალით დაამარცხა - 1:3. გოლები რონალდუმ, ისკომ და ლუკას ვასკესმა გაიტანეს.

* "სამეფო კლუბის" უელსელმა ვარსკვლავმა გარეტ ბეილმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშიც განაახლა, თუმცა საამმატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

* მასპინძლებს ტრავმირებული ლუკას ვასკესი დააკლდებათ. 

* "ნაპოლიმ" სერია ა-ს მატჩი პარასკევს ჩაატარა და "ჯენოას", "სან პაოლოზე", ზიელინსკისა და ჯაკერინის გოლებით, 2:0 აჯობა. 

* მაურისიო სარის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და 3.5 თვიანი წაუგებელი სერია აქვს. ნეაპოლიტანელები ბოლოს 29 ოქტომბერს "იუვენტუსთან" დამარცხდნენ. 

* იტალიელთა პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი სამატჩო რუსტერში ფიგურირებს, თუმცა მისი მოედანზე გამოსვლა მაინც გამორიცხულად მოჩანს, რადგანაც ფორმაში არაა.

* თუ არ ჩავთვლით მილიკის ფაქტორს, რომელსაც ამ სეზონში პრაქტიკულად არც უთამაშია, "ნაპოლი" დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. 

მწვრთნელების კომენტარები

ზინედინ ზიდანი: "პირველ მატჩს შინ ვატარებთ, გვინდა უპირატესობა მოვიპოვოთ და მეტოქის იმედები დავამსხვრიოთ, თუმცა მათაც აშკარად იგივე მიზანი აქვთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

"ნაპოლი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და სარი თავის საქმეს იდეალურად აკეთებს, ამას გუნდის შედეგებიც ნათლად ადასტურებს. ამიტომაც, ვიფქრობ, რომ კარგი თამაში გამოვა.

ამ ტურნირის მოგება ყველას სურს, თუმცა წინ რთულ და დიდი გზაა. მნიშვნელოვანია, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით. ბეილი დღეს ვერ ითამაშებს, თუმცა მომავალ მატჩებში მისი იმედიც მექნება". 

მაურისიო სარი: "ჩვენ გავრისკავთ თუ დაცვით ფეხბურთს ვითამაშებთ, რადგანაც ეს "ნაპოლის" სტილი არაა და მიზეზს ვერ ვხედავ, რომ დღეს გუნდი განსხვავებული გეგმით ვათამაშო. უნდა დავრჩეთ ისინი, ვინც ვართ და დავიჯეროთ, რომ მსოფლიო დონის მეტოქეებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში სასიამოვნოა და მეორე მხრივ დიდი გამოწვევაც. ბევრი მეკითხება სტადიონის ფაქტორის შესახებ და ვიცი, რომ ეს მისტიური ადგილია, სადაც თამაში რთულია, თუმცა აქ მასპინძლის გარდა სტუმარსაც შეუძლია თავისი ფეხბურთის ჩვენება და წარმატების მიღწევა.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ "ნაპოლის" სახლშიც და სტუმრადაც მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია. მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გადავიდეთ კონტრშეტევებში, გარდა ამისა გავაკონტროლოთ თამაშის მიმდინარეობა და მისი თითოეული მომენტი". 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ისკო, რონალდუ, ბენზემა. 

ნაპოლი: რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ზიელინსკი, დიავარა - ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი. 

 

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები