კალაძე:
Aa
Aa

კალაძე: "სამტრედიაში 10 ათასიანი სტადიონის აშენება იგეგმება"

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე, მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა კალაძის მშობლიურ სამტრედიაში საფეხბურთო სტადიონის თემას შეეხებოდა, რაზეც ყოფილმა ფეხბურთელმა დაწერა:

"ჩვენს პროგრამაში რაც წერია, ცხადია, უკლებლივ ყველაფერი შესრულდება, უბრალოდ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ დაპირებებს ჰაერზე არ ვიძლევით".

"მინდა გითხრათ, რომ სამტრედიაში იგეგმება ძალიან კარგი, თანამედროვე, 10 ათას კაცზე გათვლილი სტადიონის აშენება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "სამტრედიას" ჩემპიონიბა მივულოცო, ასევე ევროტურნირებზე წარმატებაც ვუსურვო". - წერს კალაძის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები