ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "დინამოს" კახა კაჭარავა გაწვრთნის!

"დინამო" თბილისის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქურ გუნდს ამიერიდან კახა კაჭარავა უხელმძღვანელებს. ის ახალ კლუბს ხვალ დილით თურქეთში შეუერთდება, სადაც "დინამო" მეორე წინასასეზონო შეკრებას გადის.

რომან ფიფია ასევე შეხვდა "დინამოს" ფან-კლუბის წარმომადგენლებს, რომლებსაც გუნდში შექმნილი სიტუაცია გააცნო, აუხსნა ვიაჩესლავ გროზნის წასვლის მიზეზები და ასევე აცნობა მისი გადაწყვეტილება ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით. ფან-კლუბის წევრები მიესალმნენ პრეზიდენტის არჩევანს.

შეგახსენებთ, რომ კახა კაჭარავას აქვს დინამოელთა მწვრთნელობის გამოცდილება. ის 2006, 2009-2011 წლებში ხელმძღვანელობდა დედაქალაქურ გუნდს. ასევე აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში დინამოს ლურჯ-თეთრი მაისური 97-ჯერ მოირგო და 54 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში.

დინამოელები ხვალ ბელეკში მეორე შეკრების პირველ საწვრთნელ მატჩს უკრაინული ვოლინის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები