ბასილაშვილი მსოფლიოს 67-ე ჩოგანია!
Aa
Aa

ბასილაშვილი მსოფლიოს 67-ე ჩოგანია!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგში 20 ადგილით დაწინაურდა და ახლა ATP-ს 67-ე ნომერია. 

24 წლის ბასილაშვილი გასულ კვირას სოფიის ტურნირზე წარმატებით გამოვიდა და 1/2 ფინალში ითამაშა, სადაც გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა. 

მიმდინარე კვირას ქართველი ჩოგბურთელი მემფისის ტურნირზე გამოვა, რომელიც 250-იანთა კატეგორიას მიეკუთვნება. ნიკოლოზის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები