ბასილაშვილმა კლიჟანი დაამარცხა და 1/2 ფინალში დიმიტროვს შეხვდება!
Aa
Aa

ბასილაშვილმა კლიჟანი დაამარცხა და 1/2 ფინალში დიმიტროვს შეხვდება!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სოფიაში მიმდინარე GARANTI KOZA SOFIA OPEN-ზე, 1/2 ფინალში გავიდა.

ნიკოლოზმა 1/4 ფინალურ სტადიაზე, მსოფლიოს 36-ე ჩოგანი, სლოვაკი მარტინ კლიჟანი, 3 სეტში დაამარცხა. 

შეხვედრის პირველ სეტში ბასილაშვილი საშინლად გამოიყურებოდა და პარტია 0:6 წააგო, თუმცა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ აჩვენა და დარჩენილი 2 სეტი 6:3 6:3-ზე აიღო, რითაც ტურნირის 1/2 ფინალში გრეგ დიმიტროვზე გავიდა.

დიმიტროვი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 13 პოზიციას იკავებს, პლიუს ამას, ტურნირი მის სამშობლოში იმართება.

შეხვედრა ხვალ ჩატარდება და ის თბილისის დროით ზუსტად 20 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები